სად წავიდა ფული? 9 მილიონი – რესტორნებში, 10 მილიონი – სასტუმროებში

სად წავიდა ფული? 9 მილიონი - რესტორნებში, 10 მილიონი - სასტუმროებში

სად წავიდა ფული? 9 მილიონი - რესტორნებში, 10 მილიონი - სასტუმროებში“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” საქართველოს მთავრობას სასტუმროებსა და რესტორნებში დახარჯული თანხები დაუთვალა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა სხვადასხვა უწყებებმა ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით, 20 მილიონ 600 ათასი ლარამდე დახარჯეს. აქედან სარესტორნო მომსახურებაზე – 9 მილიონ 700 ათასი ლარი, სასტუმრო მომსახურებაზე კი 10 მიილიონ 600 ლარი დახარჯა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, სარესტორნო მომსახურების დანახარჯების მხრივ პირველ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროა. მხოლოდ 2013 წელს სამინისტრომ 750 ათასი ლარი დახარჯა. მეორე ადგილი მთავრობის კანცელარიას უკავია.

სარესტორნო მომსახურებაზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უწყებების გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით გაწეულმა თანხამ 2013 წელს 4.1 მლნ ლარი, ხოლო 2014 წელს 4.3 მლნ ლარი შეადგინა.

ორი წლის განმავლობაში სარესტორნო მომსახურებაზე ყველაზე მსხვილი შესყიდვები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (732,208 ლარი) განახორციელა, რიგით მეორე კი საქართველოს მთავრობის კანცელარიაა (438,986 ლარი).

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვებით ჯამში 694,999 ლარის ღირებულების სარესტორნო მომსახურება შეიძინა. 2014 წელს კი ამავე უწყების სარესტორნო მომსახურების შესყიდვის ხარჯები მხოლოდ 40,000 ლარამდე იყო.

banner
წინა სტატიაშიემზარ ქვარიანი:-„ერთი ქართველის სისხლიც რომ დაიღვაროს, ვერც ერთი ვერ გამასწრებთ ქვეყნიდან
შემდეგი სტატია2013 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში დაახლოებით 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს