სად დაობდა „ვირების საქმე“ და მზადდება თუ არა შაურმა ვირის ხორცისაგან?! ვირმა თქვა სერზე ვზივარ ველოდები განაჩენსო

shaurma_2150დაახლოებით ერთი წლის წინანდელი ამბები, ენაკვიმატებმა „ვირების საქმედ“ რომ მონათლეს, ალბათ ყველას კარგად გახსოვთ (მე მახსოვს). იმხანად უთოც კი ვირის ხორცის შაურმაზე „ლაპარაკობდა“. მოხდა ისე, რომ ილაპარაკეს, ილაპარაკეს და… ყველას დაავიწყდა ვირიც, ვირის საპალნეც და რათქმა უნდა ვირის შაურმაც.
ერთ წელზე მეტი გავიდა ამ „სკანდალიდან“ და ლამის საერთაშორისო დონეზე „აწეული“ „ვირების საქმეზე“ „ვირული განაჩენი“ არ დადგა. ან როგორ მოხერხდებოდა ეს, როცა არავინ დაუკავებიათ, არავისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ და არც ხალხისთვის უთქვამს ვინმეს – მაკარ, მოგატყუეეეეს, ვირი, ვირის საურმა კი არადა ხურმაოოო… მეტიც, არავის შეუქმნია არასამთარობო, რომელიც „ყროყინათა“ ინტერესებს დაიცავდა და ასევე მათი ჩაბასტურმებული ხორცით დამზადებული შაურმისაგან დაიცავდა ძროხის (თუ ღორის, თუ ქათმის) შაურმამოყვარულთა არმიას. პრინციპში ხორცი ხორცია, რამ გაყო ვირი და ქათამი, მაგრამ ქათამს ვირად რომ შემოგასაღებენ, ღორს თუ არა, ძროხას თუ არა, თავად ვირს ხომ უნდა „ეწყინოს“, სად კრიახი და სად ყროყინი?!
ეს ისე, ხუმრობით, სერიოზულად კი „თაიმერი“ თითქმის ერთი თვე უშედეგოდ ეძებდა არქივში „ვირების საქმეს“, ერთადერთი განაჩენი აღმოვაჩინეთ, რომელიც ოთხფეხა და ორფეხა ვირების „კავშირს“ ეხებოდა და ეს საქმე სულაც არა იმ საქმის დასასრული, ერთი (თუ ცოტა მეტი) წლის წინ რომ „შეიცხადეს“ და ლამის ნახევარი საქართველო ოყნებით არბენინეს. ეს სხვა საქმეა: საქმეზე განაჩენი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მეგრელიშვილმა დაადგინა, 2012 წლის 11 თებერვალს. ბრალდებულებს ე. ჯ.; მ. ე.; დ. გ.; ბ. ტ.; და მ. დ. ბრალი დაედოთ დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 219-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და 198-ე მუხლის პირველი ნაწილით და 219-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით. კერძოდ, როგორც განაჩენშია აღნიშნული: „მ. ე-ს ბრალი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა მომხმარებლის მოტყუება მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნით საქონლის სამომხმარებლო თვისებების და ხარისხის შესახებ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მანვე ჩაიდინა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაცია“.
განაჩენის მიხედვით, მ.ე. 2011 წლის დასაწყისში დაუკავშირდა ე. ჯ-ს, რომელიც იმ დროისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ყიდულობდა ცხენის, ვირის ან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უვარგის (დაცემულ) ხორცს და უკანონოდ უკეთებდა რეალიზაციას დაბალ ფასში. მ.ე-მ იცოდა, რომ ე. ჯ. მიერ სარეალიზაციოდ მიღებული საქონელი იყო არა ძროხის, არამედ ვირის (ან/და ცხენის), შეუთანხმდა ამ უკანასკნელს და მომგებიან ფასად, 2011 წლის იანვრიდან ნოემბრამდე, პერიოდულად ყიდულობდა მისგან ცხენის ან დაცემული ძროხის ხორცს შემდგომში მოსახლეობაში რეალიზაციის მიზნით. ამის შემდგომ მ. ე. ქალაქ თბილისში, დუშეთის ქ.№14-ში რეგისტრირებულ შპს „ჩარგალ“-ში განთავსებულ ნახევარფაბრიკატების საამქროში, ახდენდა აღნიშნული უვარგისი ხორცის ფარშის სახით დამუშავებას, ამზადებდა ნახევარფაბრიკატებს, კერძოდ – ხინკალს, პილმენს, ქაბაბს, კატლეტს და მომხმარებელს უქმნიდა მცდარ წარმოდგენას პროდუქციის სამომხმარებლო თვისებებსა და ხარისხზე და ასაღებდა, როგორც ძროხის ან/და ღორის ხორცის ნაწარმს. გარდა ამისა, მ. ე. გამოძიებით დაუდგენელი პირებისაგან იღებდა დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებთან შეუსაბამო, საკვებად უვარგისი პროდუქტებისაგან დამზადებულ ნახევარფაბრიკატებს და საამქროში ახდენდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციას.
მეორე ბრალდებულს, დ. გ.ს იგივე ბრალი წარუდგინეს, იმ განსხვავებით რომ ის ვირის (ან ცხენის, ან დაცემული საქონლის ხორცს) ასაღებდა თბილისში, დუმბაძის ქუჩა №5-ში მდებარე მარკეტ „უნივერსამ“-ში მის მიერ დაქირავებულ ხორც-პროდუქტებით სავაჭრო სექციაში. დ.გ. აქვე ახდენდა უვარგისი ხორცის დამუშავებას ფარშისა და სხვა სახით და ასაღებდა, როგორც ძროხის ხორცს. რაც შეეხება ბ.ტ-ს დანაშაულს, მან 2011 წლის სექტემბრის თვიდან თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე, სათანადო რეგისტრაციის გარეშე, დაიწყო უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. ბ.ტ ყიდულობდა ხორცს, რომელსაც ამუშავებდა ფარშისა და სხვა სახით, კუსტარულად ამზადებდა ე.წ. „ბასტურმასა“ და „სუჯუხს“ და ყიდდა. 2011 წლის დასაწყისში ბ. ტ. დაუკავშირდა ე. ჯ-ს, რომელიც იმ დროისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ყიდულობდა ცხენის, ვირის ან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უვარგის (დაცემულ) ხორცს და უკანონოდ უკეთებდა რეალიზაციას დაბალ ფასში და მისგან დაიწყო ამ ხორცის ყიდვა, რომელსაც ამუშავებდა და ყიდდა. იგივე ბრალით იყო დაკავებული მ.დ. რომელიც უვარგის პროდუქციას თბილისში, სასადილო „კოლხეთ“-ში ასაღებდა.

201309142241461092

ე. ჯ. გარდა იმისა ვირის თავ-ფეხს ამუშავებდა და ყიდდა, ბრალის მიხედვით ნარკოტიკებთანაც ჰქონდა შეხება. მართალია გამოძიებამ ვერ დაადგინა ვისგან და როდის შეიძინა ე.ჯ-მ „მარიხუანა“, მაგრამ განაჩენში წერია, რომ მის კუთვნილ „მერსედეს-ბენცში“ 31,03 გრამი „მარიხუანა“ აღმოჩნდა. ზემოთჩამოთვლილი პირების „ბიზნესი“ მხოლოდ თბილისს არ მოიცავდა, განაჩენის მიხედვით მათ რეგიონებშიც ჰქონდათ ფესვები გართხმული და მყიდველებს ატყუებდნენ რომ ვირის კი არა სინამდვილეში ახალდაკლული ძროხის და ღორის ხორცია მაღალხარისხიან პროდუქციას აწვდიდნენ. არავინ იცის, რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენი ვირი ემსხვერპლა ამ „ბიზნესს“ და არც ის იცის არავინ საქართველოს მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა ჭამა ვირის ხორცის პილმენი, ხინკალი ან ვირის ხორცის ფარშისგან დამზადებული კატლეტი.
ამონარიდი განაჩენიდან: „საქმის არსებითი განხილვისას ე. ჯ. და მისმა დამცველმა, ასევე ბრალდების მხარემ დაადასტურეს, რომ სადავოდ არ ხდიან არცერთ მტკიცებულებას და შეთანხმებული არიან ამ მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებსა და ფაქტებზე, რაც ასახულია ე. ჯ. ბრალდების შესახებ დადგენილებაში“. ყველა დაკავებულმა აღიარა დანაშაული.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის, რომ ე. ჯ-მ იყიდა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რომელიც შეინახა „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომანქანის საბარგულში. გარდა ამისა, ე. ჯ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უკავშირდებოდა პირებს და უთანხმდებოდა მათ, საბაზრო ფასებთან შედარებით იაფად მიწოდებინათ მისთვის ნებისმიერი ხარისხისა და კატეგორიის, თუნდაც დაცემული და საკვებად უვარგისი საქონლის, ცხენისა და ვირის ხორცი, რომელსაც შემდგომში მომხმარებლის მოტყუების გზით, ქალაქ თბილისში ხორც-პროდუქტებით მოვაჭრე პირებთან შეთანხმებით, უკეთებდა რეალიზაციას. იგივე ბრალი დაუდასტურდა სხვა დაკავებულებსაც, მხოლოდ ერთი მუხლის გამოკლებით – მათ „მარიხუანა“ არ აღმოაჩნდათ.
პროკურორმა ბრალდებულების მიმართ პატიმრობა მოითხოვა და ქვემდგომმა ზემდგომი პროკურორის დავალება პროცესზე ამ სახით გააჟღერა:

„მ. ე. ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით და 219-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად შეეცვალოს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით – ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, მთლიანად უნდა შეიკრიბოს დანიშნული სასჯელები და მ. ე. საბოლოოდ, მოსახდელი ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად შეეცვალოს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

70597
დ. გ. ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით და 219-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად შეეცვალოს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით – ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, მთლიანად უნდა შეიკრიბოს დანიშნული სასჯელები და დ. გ.ს საბოლოოდ, მოსახდელი ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად შეეცვალოს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ბ. ტ. ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 198-ე მუხლის პირველი ნაწილით და 219-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად შეეცვალოს პირობით; 198-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად შეეცვალოს პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით – ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, მთლიანად უნდა შეიკრიბოს დანიშნული სასჯელები და ბ. ტ. საბოლოოდ, მოსახდელი ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად უნდა შეეცვალოს პირობით 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
მ. დ. ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით და 219-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად შეეცვალოს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით – ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, მთლიანად უნდა შეიკრიბოს დანიშნული სასჯელები და მ. დ. საბოლოოდ, მოსახდელი ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად შეეცვალოს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით“.
მოკლედ განაჩენი დადგა, ვირის ხორცის გამსაღებლებმა ვირის თავ-ფეხი არ ვიცი და ჯარიმა „პრემიად“ მიიღეს, თუმცა გადახდილი თანხა იმ ადამიანებისთვის არ დაურიგებიათ ვინც რეალურად დაზარალდა ვირის თავ-ფეხის პილმენების, ომლეტების, ფარშის თუ ხინკლის ჭამით. თანხა ბიუჯეტში წავიდა, ბრალდებულები გადაიქცნენ მსჯავრდებულებად, ხოლო ხალხმა ვირის ხორცი ალალად შეირგო.
და კიდევ ერთი, განაჩენში აღნიშნულია რომ დაკავებულების ქმედება მოსახლეობისათვის საზიანო იყო, გამოდის ვირის ხორცნაჭამი (და ვინ იცის ვირის ტვინ) მოსახლეობის 1% მაინც დაავადდა? და რა გამოდის თუ ეს ასეა, ამაზე დასკვნების გაკეთება მკითხველისათვის მიგვინდვია….

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში ახალგაზრდებს შეხვდა