,,სად გვაქვს წასასვლელი თორემ ჩემდა თავად ამ ქვეყანაში დამრჩენის”

პოლიტოლოგი ხათუნა

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ლაგაზიძე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნება მოხდება, მან შეიძლება საერთოდ დატოვოს ქვეყანა
“ინგა სად გვაქვს წასასვლელი თორემ ჩემდა თავად ამ ქვეყანაში დამრჩენის! ეს რა სიბინძურეში ჩაძირეთ ეს ქვეყანა -იქეთ “ნაციონალებმა” და აქეთ “ოცნებამ”. ასე ერთმანეთის შესაფერისები როგორ გამოდექით. სხვა ვერაფერი ისწავლეთ “ნაციონალებულისგან”, გარდა მედიასთან ურთიერთობის ხელწერისა?! რითი დაამთავრეს “ნაცებმა”, ბარემ ისიც გაითვალისწინეთ!”- წერს ხათუნა ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პოლიტიკური პარტიებთან, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე ისაუბრა. რაც თანამდებობის დატოვებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ოჯახის მიმართ შესაძლო ზეწოლას და პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებას გულისხმობდა

banner
წინა სტატიაში,,ბიძინამ მოკლა”–რაფალიანცის ფოტოები ზუგდიდში
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთი და ყატარი, სირიაში ასადის წინააღმდეგ შესაჭრელად ემზადებნიან…