საგარეჯოში 31 უბნის წინასწარი მონაცემებით ირმა ინაშვილი ლიდერობს

საგარეჯოს რაიონში 31 უბნის შედეგების მიხედვით “პატრიოტთა ალიანსი” ლიდერობს. ამის შესახებ “თაიმერს” “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა.

” ამ დროისათვის არსებული მონაცემებით ხმები დათვლილია 31 უბანზე. წინასწარი მონაცემებით 950 ხმით “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი, ქალნატონი ირმა ინაშვილი ლიდერობს.ხმების დათვლის პროცედურა გრძელდება”,- განაცხადა გოჩა თევდორაძემ და დასძინა, რომ სულ საგარეჯოს რაიონში 49 საარჩევნო უბანი იყო.

“ქართული ოცნების” შტაბში კი “თაიმერს” განუცხადეს, რომ ჯერ-ჯერობით მათთვის წინასწარი მონაცემები ცნობილი არ არის.

 

banner
წინა სტატიაშითუ უნდა ივანიშვილს სააკაშვილის სახელმწიფო გადატრიალების გამო პასუხისგებაში მიცემა, მან საქმე უნდა აღძრას 2003 წელს
შემდეგი სტატიარეისი #7K9268-ს ყველაზე პატარა მგზავრი….