საგარეჯოს რაიონში არჩევნები დარღვევებით დაიწყო

დარღვევებით დაიწყო არჩევნები საგარეჯოს რაიონში. როგორც ,,თაიმერის“ კორესპონდენტს ირმა ინაშვილის წარმომადგენელმა საოლქო კომისიაში მაია ტაბატაძემ განუცხადა მეხუთე საარჩევნო კომისიაში 50–ით ნაკლები ბიულეტინი აღმოჩნდა.
,,ადგილზე მისულებს დაგვხვდა რომ ერთი შეკვრა ბიულეტენი აკლდა. ადგილზე იყო 72დან 84 ის ჩათვლით შეკვრები თუმცა 75 შეკვრა სადაც 50 ბიულეტინი შედიოდა არ ყოფილა. ნახევარ საათიანი ძებნისა და საქმის რკვევის შემდეგ შეკვრა გამოაჩინეს. რა თქმაუნდა ეს დარღვევა ჩვენ შევიტანეთ ოქმში. ამას გარდა ამავე უბანზე სარეგისტრაციო ოქმი შევსებულიაზოგჯერ პასტით და ზოგჯერ ფანქრით არადა შევსებული უნდა იყოს მარჯერით”– განაცხადა მაია ტაბატაძემ ,,თაიმერთან” საუბარში. შეგახსენებთ საგარეჯოში დღეს შუალედური არჩევნები ტარდება.

banner
წინა სტატიაშიცხოველთა დამცველების პეტიცია საქართველოს პრეზიდენტს
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი: ჩვენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ვაცნობიერებთ, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება ჩვენი პასუხისმგებლობაა