საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე დიპლომატებს შორის საუბარი არ მიმდინარეობს

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე დიპლომატებს შორის არანაირი საუბარი არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ შესაბამის საკითხზე დასმული შეკითხვის პასუხისას განაცხადა.
“მე მიკვირს გამუდმებით რომ ისმის ეს საკითხი მიუხედავად იმისა, რომ რაღაც უაზრო განცხადებაზე ბატონი დიმიტრი პესკოვის, რომელიც თითქოს აბრალებს ვიღაც დიპლომატებს, რომ ვლაპარაკობთ ამ საკითხებზე, ძალიან კარგი განმარტება იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. მე ზუსტად იგივეს გავიმეორებ, რომ არანაირი ანალოგიური შეხვედრის მოწყობაზე საუბარი დიპლომატებს შორის არ მიმდინარეობს”, – განაცხადა დავით კერესელიძემ და აქვე აღნიშნა, რომ ყოველ შემთხვევაში ის ასეთ დიპლომატებს არ იცნობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი ჰყავს
შემდეგი სტატიამთავრობის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შეგროვება იწყება