საგარეო უწყებამ უნდა დააყენოს თუ არა გერმანელი ბიზნესმენების სამართლებლივი დევნის საკითხი?

აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სააგენტო ,,თაიმერის,, მიერ აფხაზეთში მოქმედ გერმანელ ბიზნესმენებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება…

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს განაცხადა,რომ გერმანელი ბიზნესმენების სოხუმში ვიზიტის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერის,, (timer.ge) მიერ მ/წ 7 მაისს გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და არგუმენტად მოიტანა ის გარემოება,რომ შპს–ს ,,გელდენშტეინი და პარტნიორები” და ლანდშაფტური კომპანიის ,,მწვანე დაგეგმარება” გენერალური დირექტორები,რომლებიც სოხუმში ჩავიდნენ, შეხვდნენ და თანამშრომლობაზე შესაბამისი ხელშეკრულებები გააფორმეს დე–ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. სავაჭრო–სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებთან, კი არიან გერმანიის მოქალაქე ბიზნესმენები, მაგრამ მათი ორგანიზაციები ფუნქციონირებენ სანკტ–პეტერბურგში და არ შეიძლება ამ ფაქტისთვის ,,გადაჭარბებული პიარ–მნიშვნელობის” მინიჭება! საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის წარმომადგენელს უწინარესად მართებდათ არა ,,თაიმერის,,  აბსოლუტურად უსაფუძვლო გამტყუნება არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში (პირიქით, მადლიერნი უნდა ვიყოთ ამ სააგენტოს ჟურნალისტებისა), არამედ იმის აღნიშვნა,რომ გერმანელმა ბიზნესმენებმა უხეშად დაარღვიეს საქართველოს მოქმედი კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, შესაბამისად გამოხატეს უპატივცემლობა ჩვენი სახელმწიფოსადმი და უნდა დაეყენებინათ საკითხი მათ მიმართ სამართლებრივი დევნის შესახებ! მაკვირვებს–თუ საგარეო უწყება ამ საკითხებისადმი მსგავს, დასანან ინდეფერენტულობას იჩენს, რატომ ვითხოვთ ,,დაჟინებით” საქართველოს რიგითი მოქალაქეებისაგან აფხაზეთის არდავიწყებას!!!,, წერს თამაზ ხუბუა.

banner
წინა სტატიაშიდუშამბე ჯიჰადისტებს მიუტევებს თუკი ისინი მოინანიებენ
შემდეგი სტატიაევროკავშირი აფრიკელი მიგრანტების მიღებაზე კვოტების შემოღებას გეგმავს