საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე დღეს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია და სატირული ჟურნალის Charlie Hebdo რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიგი გიგიაძემ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ფრანგ ხალხს.

“ამ ურთულეს მომენტში ჩვენ ვუდასტურებთ სოლიდარობას ჩვენს ფრანგ მეგობრებს. ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა 7 იანვარს, არის თავდასხმა იმ უმთავრეს ევროპულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ. ეს იყო თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე. ჩვენ თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებთ მათ მწუხარებას. ჩვენ ვართ Charlie Hebdo” – აღნიშნა გიგი გიგიაძემ.

7 იანვარს, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიგუდაურიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიაიაროში რადაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება