“საგადასახადო პოლიტიკაზე საუბარი ეროვნული ბანკის კომპეტენციას სცილდება”

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს, 2%-ზე მეტად ვერ გაიზრდება, რასაც ეროვნული ბანკიც ეთანხმება.

ხადურის განცხადებით, ეროვნული ბანკი, სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით პარლამენტისთვის გაგზავნილ რეკომენდაციებში, ხარჯების შემცირებაზე და გადასახადების ზრდაზე საუბრობს .
„ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებისთვის იფიქრონ საგადასახადო ინსტრუმენტების გამოყენებაზე, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს გადასახადების ზრდას. ეროვნული ბანკი ითხოვს ხარჯების შემცირებას ამ დასკვნით და გადასახადების ზრდას. საგადასახადო პოლიტიკაზე საუბარი ეროვნული ბანკის კომპეტენციას სცილდება. რაც შეეხება კოორდინაციის ნაკლებობას ან დაპირისპირებას, ეს ასე არაა, ჩვენ ვმუშაობთ, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად და მათთან ერთად ვაკეთებთ პროგნოზებს. ერთ-ერთი ასეთი პროგნოზი, რომელსაც ეროვნული ბანკიც ეთანხმება, არის ის, რომ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 2%-ზე მეტად ვერ გაიზრდება. ჩვენც ჩვენი საგადასახადო შემოსავლები გადავაწყეთ იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება დაახლოებით 2%-იანი. მოყვანილია აბსოლუტურად კონკრეტული წყაროები იმისა, თუ საიდან შეიძლება დაბალანსდეს ეს 200 მილიონი დანაკლისი, საუბარია მეოთხე კავშირის მობილური კავშირგაბმულობის ლიცენზიის რეალიზაციაზე, რომლიდანაც 150 მილიონი ლარი შემოვა ბიუჯეტში. ამავე დროს ეს არის გრანტები, რომელიც 40 მილიონი ლარია, რაც პრაქტიკულად აბალანსებს დანაკარგს. მნიშვნელოვანია, ასევე, ე.წ. სხვა შემოსავლები, სამი უწყების საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანხების მიმართვა ბიუჯეტში. ესაა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შსს-ს მომსახურების სააგენტო და იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები. აქედან დაახლოებით 20 მილიონი ლარი მიემართება ბიუჯეტში, ანუ შემოსულობების ნაწილში მეტი თანხა გვექნება. ასევე, მნიშვნელოვანია უცხოურ ვალუტაში ქვეყანაში შემოსული თანხები, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოხდენს გაცვლით კურსზე“, – განაცხადა ხადურმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.
banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ევროჯგუფის შეხვედრა დასრულდა
შემდეგი სტატია„გაცვლით კურსზე ზეგავლენა ბიუჯეტის ოპერაციებს არ ჰქონია“