საბერძნეთში შექმნილ კრიზისში პუტინი ევროკავშირს ადანაშაულებს

მოსკოველი მსტოვრების საიდუმლო მისია

საბერძნეთში შექმნილ კრიზისში ვლადიმერ პუტინი ევროკავშირს ადანაშაულებს.

რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტუაციის უკიდურესად გართულება ევროპელების დაუდევრობამ გამოიწვია, რადგან მათ არ მოახდინეს დროული რეაგირება საბერძნეთის ხელისუფლების იმ დარღვევებზე, რომლებზეც ევროპელი ლიდერები დღეს საუბრობენ.

ვლადიმერ პუტინმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ათენმა მოსკოვს მრავალმილიარდიანი კრედიტის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

„ციპრასს არ მოუმართავს ჩვენთვის დახმარების თხოვნით. ეს გასაგებიცაა, რადგან აქ საუბარია ძალიან დიდ თანხებზე. ახლა საჭიროა საფუძვლიანი გადაწყვეტილების მიღება. სიტუაცია მართლაც ძალიან რთულია და ახლა მარტივია ყველაფერი ბერძნებს დააბრალო, მაგრამ, თუ რეალურად არსებობდა დარღვევები ბერძნების მხრიდან, სად იყო ევროკომისია? რატომ არ შეჰქონდა მას კორექტივები საბერძნეთის წინა ხელსიუფლების ეკონომიკურ საქმიანობაში ან რატომ აძლევდნენ ამხელა ბონუსებს და კრედიტებს? რატომ მიიყვანეს ქვეყანა ამ დონემდე, გაუგებარია,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავა
შემდეგი სტატიანავთლუღის მე-8-ე დასახლების მე-13-ე ქუჩის მოსახლეობა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებს