საბერძნეთში მთავრობის მხარდამჭერი აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

საბერძნეთში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება

ათენში მთავრობის მხარდამჭერი აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა- 20 ათასამდე ადამიანი, რომელიც პარლამენტის შენობასთან იყო შეკრებილი აცხადებდა, რომ საერთაშორისო კრედიტორთა პირობებს 5 ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმზე უარს ეტყვის.

საბერძნეთმა მილიარდ 600 მილიონი ევროს ოდენობის ვალი საერთშორისო სავალუტო ფონდს დღის ბოლომდე უნდა გადაუხადოს. დღესვე ეწურება ვადა საბერძნეთის ფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას.

ახალი კრედიტის გარეშე ქვეყანას დეფოლტი და ევროზონის დატოვება ემუქრება, თუმცა საბერძნეთის პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს კრედიტორთა პირობებს არ დათანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ლიდერები საბერძნეთის ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატიასტიიის დროს დაკარგული სამი ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება