საბერძნეთს ევროჯგუფისთვის ახალი გეგმა არ წარუდგენია

საბერძნეთს ევროჯგუფისთვის ახალი გეგმა არ წარუდგენია

საბერძნეთს ევროჯგუფისთვის ახალი გეგმა არ წარუდგენიარამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე საბერძნეთს რეფორმების შესახებ ახალი წინადადებები არ წარუდგენია.

დღეს საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობით ციპრასი ხვალ აპირებს ევროპარლამენტს მიმართოს და ევროფონდის ფინანსური სტაბილურობის ფონდს 7 მილიარდი ევროს კრედიტი სთხოვოს.

გერმანიის ფინანსთა მინისტრის ვოლფგანგ შოიბლეს განცხადებით, საბერძნეთი ფინანსურ დახმარებას არ მიიღებს თუკი რეფორმების ახალ პაკეტს არ წარადგენს. “პროგრამის გარეშე შეუძლებელია საბერძნეთმა ევროზონიდან დახმარება მიიღოს” – განაცხადა მან ბრიუსელში – ახლა ველოდებით საბერძნეთის მთავრობა რა წინადადებებეს შემოგვთავაზებს – თქვა შოიბემ და აღნიშნა, რომ ვალების ჩამოწერის იმედი სრულიად უსაფუძვლოა.
კვირას, 5 ივლისს საბერძნეთის მოსახლეობის 61%-მა რეფერენდუმის მეშვეობით უარი განაცხადა იმ რეფორმების პაკეტზე, რომელსაც ევროზონა ახალი კრედიტების სანაცვლოდ სთავაზობს ქვეყანას.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთს რეფორმების გარეშე დახმარებაზე უარს ეუბნებიან…
შემდეგი სტატიათეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა