საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს მხარს არ უჭერს

საბერძნეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარს არ უჭერს და მათ „არსად მიმართულ გზას“ უწოდებს. „ჩვენ არ ვეთანხმებით სანქციებს… და ვთვლი, რომ ეს ის გზაა, რომელსაც არსად არ მივყავართ. მე აუცილებელი დიალოგის და დიპლომატიის მომხრე ვარ. უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მხოლოდ ამ გზით გამოვნახოთ მსხვილი პრობლემების გადაწყვეტის გზები“ – ТАСС განუცადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ციპრასმა მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის წინ. ექსპერტები თვლიან, რომ საბერძნეთი მოსკოვს ეთამაშება, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყაროს საერთაშორისო კრედიტების დაბრუნების პროცესში. როგორც New York Times წერს, ციპრასი თავდაპირველად მაისში გეგმავდა მოსკოვის ვიზიტს, მაგრამ ის ერთი თვით ადრე გადაიტანა, რადგანაც ევროკავშირთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. „ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. ეს კი საბერძნეთს საშუალებას მისცემს საკუთარი წარმოების სოფლის-მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი გააკეთოს რუსეთში, რასაც ჩვენი წინამორბედი მთავრობა რა აკეთებდა იმის გამო, რომ ევროკავშირისგან დაწესებულ სანქციებს ითვალისწინებდა.“ ბერძენი ჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირთან გართულებული ურთიერთობის ფონზე რუსეთი შესაძლებელია მათთვის „თეთრი რაინდი“ აღმოჩნდეს, რომელიც საბერძნეთის ეკონომიკას დაეხმარება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და უკანონო სახერხი საამქროები დალუქა
შემდეგი სტატიამოლდოვას პოლიცია პრემიერის ატესტატს ეძებს