საბერძნეთი ვალების გამო კუნძულებს ჰყიდის (+VIDEO)

იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთი ევროკავშირის მკაცრ ეკონომიკურ პირობებს დათანხმდება, ახალი კრედიტის სახით 80 მილიარდ ევროს, ხოლო ეკონომიკური ინვესტიციების სახით 35 მილიარდ ევროს მიიღებს…

მანამდე კი ვალების გასასტუმრებლად და სიტუაციის გამოსასწორებლად ქვეყანამ ხმელთაშუა ზღვაზე მდებარე ათეულობით პატარა დაუსახლებელი კუნძული გაიტანა გასაყიდად… თუმცა ანალიტიკოსების აზრით, იმის გამო რომ ისინი უკაცრიელია და საბერძნეთის კანონმდებლობით მათი გაყიდვის შემდეგაც სახელმწიფოს ქონების გადასახადის დაკისრება შეუძლია ამ მიწაზე, მათი ფასი უფრო ნაკლებია ვიდრე ლონდონში მდებარე სახლების და ამით საბერძნეთი ერთ მილიარდ ევროსაც ვერ დააგროვებს…

ზოგიერთი სპეციალისტის აზრით კი საბერძნეთის ეკონომიკა, ევროკავშირის პროგრამის გათვალისწინებისა და რეფორმების შემთხვევაშიც დიდხანს ვერ გაჯანსაღდება…

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაში23 მედესანტე, რომელზეც რუსული მედია დუმს….
შემდეგი სტატიასააკაშვილის ინტერვიუ ,,ბიბისის,, ეთერში (VIDEO)