საბერძნეთი ევროკავშირს ახალ წინადადებებს 2-3 დღეში წარუდგენს

ინტერნეტში საბერძნეთის ეკონომიკის დასახმარებლად ფულს აგროვებენ

ბიბისი -  საბერძნეთს საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად ვადა ხუთშაბათამდე მისცეს   ევროზონის ქვეყნებმა ახალი წინადადებების წარსადგენად საბერძნეთს ხვალამდე მისცეს ვადა. ევროკავშირის შემდეგი სამიტი კვირას ჩაინიშნა. ეს გადაწყვეტილება გუშინ ევროზონის ლიდერების საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საბერძნეთს ოფიციალური წინადადებები არ შეუთავაზებია კრიზისის მოსაგვარებლად.  კვირას ევროკავშირის 28-ვე ქვეყნის ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროზონის ისტორიაში ყველაზე გადამწყვეტი მომენტი დადგა. "ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს" - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა - ვიცი რასაც განიცდიან ბერძნები ფულის უქონლობის გამო, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ევროპული წესები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს პრინციპები გვაერთიანებს და პატივს ვცემთ ჩვენს მოვალეობებს" - თქვა ონალდმა. "ჩვენ მკაფიო წინადადებები უნდა მივიღოთ ხუთშაბათს პროგრამის ძირითად საკითხებზე. ეს უნდა იყოს ორ წელზე გათვლილი პროგრამა, რომ აქ შეკრება არ გვიწევდეს წამდაუწუმ. ეს ბერძნებისთვის აუტანელია, ისევე, როგორც დანარჩენი ევროპელებისთვის" - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ტუსკის სიტყვებით, საბერძნეთის გაკოტრება და ქვეყნის საბანკო სისტემის პარალიზება დანარჩენ ევროპაზეც მოახდენს გავლენას. "თუკი ვინმე ასე არ ფიქრობს, ის გულუბრყვილოა" - თქვა ტუსკმა. გერმანიის კანცლერმა ანჰელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროზონის ლიდერებმა სერიოზული და გულღია დიალოგი გამართეს ბრიუსელში. ის თვლის, რომ საბერძნეთს ექსტრემალური ზომების მიღება კი არ სჭირდება, არამედ გრძელვადიანი პროგრამა. მან აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შედეგებს პატივს სცემენ, ამასთანავე კოლექტიურ პასუხისმებლობას ატარებენ ეროკავშირის მასშტაბით. მერკელის აზრით, საბერძნეთისთვის ვალების დაფარვის ახალი პროგრამა შესამუშავებელია, რომელიც რამდენიმე წელზე გაიწერება და არა მოკლე ვადაში. იტალიის პრემიერმა მატტეო რენცმა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საბერძნეთის პრემიერი კეთილსინდისიერად მოქმედებს და ელოდება მისგან კრიზისის დარეგულირების გეგმას.  ექსპერტები თვლიან, რომ შესაძლებელია ციპრასი მზად არის კრედიტორების გარკვეული შემოთავაზებები მიიღოს, ამავე დროს მის პოზიციას რეფერენდუმი უმაგრებს ზურგს. როგორც ელოდებიან, მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი ევკლიდ ცაკალოტოსი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იანის ვარუფაკისი შეცვალა. ცაკატოლოსმა აღიარა, რომ კრიზისი მას მოსვენებას უკარგავს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ საბერძნეთი უკეთეს დამოკიდებულებას იმსახურებს. გერმანიამ არა ერთხელ განაცხადა, რომ ბერძნების უპირობო ხსნა ერთიან ვალუტას გაანადგურებს. "დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ საბერძნეთის მთავრობამ, თუკი მათ მოლაპარაკებებს უნდათ დაუბრუნდეს, უნდა აღიაროს ის ფაქტი, რომ ევროზონის დანარჩენი 18 ქვეყანა მათთვის ვალის უპირობო ჩამოწერას ვერ დაეთანხმება" - განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა.ევროზონის ქვეყნებმა ახალი წინადადებების წარსადგენად საბერძნეთს ხვალამდე მისცეს ვადა. ევროკავშირის შემდეგი სამიტი კვირას ჩაინიშნა.
ეს გადაწყვეტილება გუშინ ევროზონის ლიდერების საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საბერძნეთს ოფიციალური წინადადებები არ შეუთავაზებია კრიზისის მოსაგვარებლად.

კვირას ევროკავშირის 28-ვე ქვეყნის ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროზონის ისტორიაში ყველაზე გადამწყვეტი მომენტი დადგა.
“ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა – ვიცი რასაც განიცდიან ბერძნები ფულის უქონლობის გამო, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ევროპული წესები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს პრინციპები გვაერთიანებს და პატივს ვცემთ ჩვენს მოვალეობებს” – თქვა ონალდმა.
“ჩვენ მკაფიო წინადადებები უნდა მივიღოთ ხუთშაბათს პროგრამის ძირითად საკითხებზე. ეს უნდა იყოს ორ წელზე გათვლილი პროგრამა, რომ აქ შეკრება არ გვიწევდეს წამდაუწუმ. ეს ბერძნებისთვის აუტანელია, ისევე, როგორც დანარჩენი ევროპელებისთვის” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ტუსკის სიტყვებით, საბერძნეთის გაკოტრება და ქვეყნის საბანკო სისტემის პარალიზება დანარჩენ ევროპაზეც მოახდენს გავლენას. “თუკი ვინმე ასე არ ფიქრობს, ის გულუბრყვილოა” – თქვა ტუსკმა.
გერმანიის კანცლერმა ანჰელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროზონის ლიდერებმა სერიოზული და გულღია დიალოგი გამართეს ბრიუსელში. ის თვლის, რომ საბერძნეთს ექსტრემალური ზომების მიღება კი არ სჭირდება, არამედ გრძელვადიანი პროგრამა. მან აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შედეგებს პატივს სცემენ, ამასთანავე კოლექტიურ პასუხისმებლობას ატარებენ ეროკავშირის მასშტაბით.

ა3
მერკელის აზრით, საბერძნეთისთვის ვალების დაფარვის ახალი პროგრამა შესამუშავებელია, რომელიც რამდენიმე წელზე გაიწერება და არა მოკლე ვადაში.
იტალიის პრემიერმა მატტეო რენცმა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საბერძნეთის პრემიერი კეთილსინდისიერად მოქმედებს და ელოდება მისგან კრიზისის დარეგულირების გეგმას.

ექსპერტები თვლიან, რომ შესაძლებელია ციპრასი მზად არის კრედიტორების გარკვეული შემოთავაზებები მიიღოს, ამავე დროს მის პოზიციას რეფერენდუმი უმაგრებს ზურგს.
როგორც ელოდებიან, მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი ევკლიდ ცაკალოტოსი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იანის ვარუფაკისი შეცვალა.
ცაკატოლოსმა აღიარა, რომ კრიზისი მას მოსვენებას უკარგავს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ საბერძნეთი უკეთეს დამოკიდებულებას იმსახურებს.
გერმანიამ არა ერთხელ განაცხადა, რომ ბერძნების უპირობო ხსნა ერთიან ვალუტას გაანადგურებს.
“დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ საბერძნეთის მთავრობამ, თუკი მათ მოლაპარაკებებს უნდათ დაუბრუნდეს, უნდა აღიაროს ის ფაქტი, რომ ევროზონის დანარჩენი 18 ქვეყანა მათთვის ვალის უპირობო ჩამოწერას ვერ დაეთანხმება” – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი აჯილდოებს
შემდეგი სტატია,,მე ვარ პროკურორი და ჩემთვის არ არსებობს უხერხული თემები”