საბერძნეთი გერმანიის ქონების დაპატიმრებით იმუქრება

საბერძნეთი გერმანიის ქონების დაპატიმრებით იმუქრება. მუქარა იმ შემთხვევაში ასრულდება, თუკი ბერლინი რეპარაციის გადახდაზე უარს იტყვის. იუსტიციის მინისტრი უკვე მზად არის შესაბამისი განკარგულება გასცეს.
რეპარაციის ირგვლივ წარმოქმნილი კონფლიქტისას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მხრიდან საბერძნეთის მიმართ იყო ჩადენილი, საბერძნეთმა მის ტერიტორიაზე არსებული გერმანული ქონების დაპატიმრება განიზრახა.
„მე მზად ვარ შესაბამისი განკარგულებები გავცე“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ნიკოს პარასკევოპოლოსმა ერთ-ერთ ბერძნულ არხზე. საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ თემაზე არ არის მიღებული. საბოლოო სიტყვა პრემიერ-მინისტრ ალეკსის ციპრასს ეკუთვნის.
საბერძნეთის უმაღლესმა სასამართლომ 2000 წელს მიიღო გადაწყვეტილება საჩივარზე, რომელშიც სოფელ დისტომოს მცხოვრებლები 1944 წელს მათ მიმართ განხორციელებილი ძალადობების კომპენსაციას ითხოვდნენ გერმანიისგან. მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბერძნეთი აღნიშნული სასამართლო დასკვნის საფუძველზე უფლებას იტოვებდა გადაწყვეტილება აღესრულებინა და გერმანიისთვის საბერძნეთში განთავსებული ქონება ჩამოერთმია.
საუბარია 28 მილიონი ევროს კომპენსაციაზე.
ბერძნული კანონებით, გადაწყვეტილების ასრულებას იუსტიციის მინისტრის ხელმოწერა სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიეკვადორის პრეზიდენტის და ბიჭის ფოტომ სოცქსელები გაახალისა
შემდეგი სტატია“ჰილარი კლინტონი არაჩვეულებრივი პრეზიდენტი იქნება” – ბარაკ ობამა