საბერძნეთის რეფერენდუმში ,,არას,, მომხრეები ლიდერობენ

რამდენიმე უცხოურმა სააგენტომ, ეგზით-პოლებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბერძნეთში დღეს გამართულ რეფერენდუმზე უცხოელი კრედიტორების მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური გეგმის მოწინააღმდეგეები, ანუ ,,არას,, მომხრეები ლიდერობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა ეგზით-პოლებზე დაყრდნობით, ,,არას,, მომხრეების ხმები -,,კის,, 4 დან 8 % -მდე უსწრებენ… თუმცა დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია სიტუაცია შეიცვალოს.

მთლიანობაში კი საბერძნეთში რეფერენდუმი ექსცესებისა და სიტუაციის გამწვავების გარეშე მიმდინარეობს… საღამოს, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ კი, ათენის მოედნებზე ისევ  ხალხმრავალ მიტინგებს ელოდებიან…

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – შრომის გარეშე არაფერი გამოვა
შემდეგი სტატიაკუმისში 50–ზე მეტი კოტეჯი დაიწვა–ცეცხლის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება