საბერძნეთის რეფერენდუმის შემდეგ ევრომ გაუფასურება დაიწყო

საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო საფონდი ბირჟებზე ევროს კურსი დოლართან და იენთან მიმართებაში დაეცა.

ფინანსისტები კი საბერძნეთს საბანკო სისტემის კოლაფსზე აფრთხილებენ. მილიონობით ბერძენმა შესაძლოა დანაზოგი დაკარგოს, კომპანიები გაკიტრდნენ და ქვეყანაში შესაძლოა კატასტროფულად შემცირდეს სურსათისა და მედიკამენტების მარაგი.

ანალიტიკსოები აღნიშნავენ, რომ ბერძნულ ბანკებს საიმედო კრედიტორი სჭირდებათ, მაგრამ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა ეს ფუნქცია კვლავ თავის თავზე არ აიღოს.

ევროკომისია, რომელიც მსოფლიო სავალუტო ფონდთან და ევროპის ცენტრალურ ბანკთან ერთად საბერძნეთის მთავარი საერთაშორისო კრედიტორების სამეულში შედის, ოფიციალური ათენისგან გადასახადების გაზრდასა და სოციალური შემწეობების შემცირებას ითხოვდა, რათა მათ აღებული ვალდებულებების შესრულება შესძლებოდათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, კითხვაზე უნდა დათანხმდეს თუ არა საბერძნეთი კრედიტორების მოთხოვნას, პასუხი “არა” მოსახლეობის 61.31%-მა შემოხაზა, 38.69% კი მოთხოვნების შესრულების მომხრეა.

banner
წინა სტატიაშიდავით კერესელიძე – ბერძენი ხალხის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ
შემდეგი სტატიაჩამონგრეული შენობის ნანგრევებში სავარაუდოდ 3 ადამიანს ეძებენ