საბერძნეთის პრემიერი ერთ საათში მოსახლეობას მიმართავს

საბერძნეთის მოსახლეობა მოლოდინის რეჟიმშია, დაახლოებიღ ერთ საათში მათ ქვეყნის პრემიერი მიმართავს. ალექსის ციპრასი სავარაუდოდ საზოგადოებას მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის ხელისუფლება საერთაშორისო კრედიტორებთან გარკვეულ დათმობებზე წავიდა. ალექსის ციპრასმა კრედიტორებს წერილი გაუგზანა, სადაც ის ამბობს, რომ მზად არის ევროზონის ლიდერების უმრავლესობის პირობებს დათანხმდეს. თუმცა, რამდენიმე პირობაში ცვლილების შეტანას ითხოვს. კერძოდ, სურს, რომ საბერძნეთის კუნძულების მოსახლეობისთვის დღგ-ის რაოდენობა შენარჩუნდეს და საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდის პროცესი არა დაუყოვნებლივ, არამედ ოქტომბრიდან დაიწყოს. ევროგაერთიანების ლიდერების მხრიდან გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით, თუმცა, ცნობილია, რომ მოლაპარაკებები ათენთან დღესაც გრძელდება.

banner
წინა სტატიაშისაგამოცდო ცენტრებში მისასვლელად ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა
შემდეგი სტატიაIDFI ათონელის რეზიდენციაზე მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების მიმოწერას ასაჯაროებს