საბერძნეთის პარლამენტმა კრიზისიდან გამოსვლის ახალი გეგმა დაამტკიცა

ციპრასი კრიზისიდან გამოსვლის ახალ გეგმას წარადგენსანტიკრიზისული გეგმის კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ გეგმა ისეთ ზომებს შეიცავს, რომელიც კრედიტორებმა მოითხოვეს, მაგრამ ხალხმა უარი თქვა რეფერენდუმზე.

საბერძნეთის პარლამენტმა პრემიერ-ციპრასის შეთავაზებებს ნდობა გამოუცხადა და პრობლემების გადაწყვეტის ახალი გეგემა დაამტკიცა.

ეკონომიკური რეფორმების პაკეტი ისეთ პუნქტებს შეიცავს, რომელთაც ბერძნებმა 5 ივლისს რეფერენდუმზე უარი უთხრეს. დეპუტატებმა საგანგებო სხდომაზე, რომელიც წუხელ ღამე გაიმართა, ციპრასის მეთაურობით ნდობით აღჭურვილი დელეგაცია დაამტკიცეს, რომლებმაც საკრედიტო პროგრამაზე ხელშეკრულება უნდა დადოს. პროგრამა სამ წელზეა გათვლილი და ანტიკრიზისულ პერიოდს გულისხმობს მხოლოდ.

ცირპასმა წარადგინა რა ახალი პროექტი, განაცხადა, რომ ის “რთულ რეფორმებით არის სავსე”, მაგრამ ქვეყანას ევროზონაში დარჩენაში დაეხმარება. დღეს ევროჯგუფი ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებს შეხვდება და ბერძნული რეფორმების პაკეტს განიხილავენ. ხვალ, კვირას კი ევროკავშირის საგანგებო სამიტი ანტიკრიზისულ გეგმას განიხილავს. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი გადასახადების გაზრდას და საპენსიო სისტემის რეფორმებს დათანხმდა. გარდა ამისა, მთავრობა საბიუჯეტო ხარჯებს 12 მილიარდი ევროთი შეამცირებს.

banner
წინა სტატიაშივაკის პარკში რკინის ჯებირების მონტაჟი დაიწყო
შემდეგი სტატიანარმანია, მოგვისმინე და ეგებ მოგეწონოს რასაც გეუბნებით!!!