საბერძნეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 16 მილიონით შემცირდა

საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

საბერძნეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები გასულ წელთან შედარებით შემცირდა. როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა საუბარია 15-16 მილიონზე.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საბერძნეთში საქართველოს საელჩომ მთავრობისგან მითითებები მიიღო.

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს გაითვალისწინოს საბერძნეთის მაგალითი და როგორც პარტნიორმა ქვეყანამ ევროკავშირთან ურთიერთობაში იგივე შეცდომები არ დაუშვას.

საქართველოში უჭირთ იმის თქმა, მოუწევს თუ არა საბერძნეთს ევრზონის დატოვება მას შმედეგ, რაც რეფერენდუმზე ბერძნებმა უარი თქვეს მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებაზე.

საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები უვე აისახა ევროზე, რომელიც დოლართან მიმართებაში მსოფლიო ბაზარზე დაეცა. ევროსთან მიმართებაში დღეს საქართველოში ლარიც გამყარდა.

banner
წინა სტატიაშისტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვალიდან შეუძლია ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართოს
შემდეგი სტატიადედაქალაქის უბნების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება