საბერძნეთთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა…

ევროზონის ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელის ექსტრემალურ სამიტზე საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს… ამის შესახებ სამიტის მონაწილეებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს შეტყობინება.

“შეთანხმება” – წერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

ამის შემდეგ ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა განაცხადა იმის შეასხებ, რომ ევროპის სტაბილიზაციის დახმარების ფარგლებში საბერძნეთს დახმარებას გაუწევენ. საბერძნეთმს ქვეყანაში სერიოზული რეფორმაბი უნდა გაატაროს.

“ევროსამიტმა ერთხმად მიიღო შეთანხმება. ყველაფერი მზად არის ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად” – წერს დონალდ ტუსკი საკუთარ ,,ფეისბუქზე,,.

“ბანკროტს გადავრჩით” – განაცხადა ბრიუსელში ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლადმიღებული შეთანხმების დამტკიცება ახლა საბერძნეთის პარლამენტზეა დამოკიდებული, შემდეგ კი საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების პაკეტი ევროზონის რამდენინე ქვეყნის პარლამენტმაც უნდა მიიღოს, მათ შორის გერმანიის ბუნდესტაგმაც.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციას დონალდ ტუსკის ვიზიტის გადადებაზე წერილობითი დადასტურება ჯერ არ მიუღია