საბაჟოზე უკანონოდ შემოტანილი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უკანონოდ შემოტანილი მედიკამენტები აღმოაჩინეს. როგორც “თაიმერს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს , საბაჟო გამშვები პუნქტის “მტკვარი” ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ო.ფ., რომელსაც, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 25 კაფსულა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL აღმოუჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონის სამმართველოს გადაეცა.
ასევე, TRAMADOL-ის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე “სარფი”. მებაჟე ოფიცრებმა კონტროლის ზონაში ისრაელის მოქალაქე მ.მ.-ის ავტომობილის დათვალიერებისას სალონში აღნიშნული მედიკამენტის 30 აბი აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს გადაეცა.

banner
წინა სტატიაში,,შემდგომი სამიტისთვის ჩვენ განუხრელად დავიცავთ იმ ხაზს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი”
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება 2016 წლის არჩევნებს ვერ მოიგებს” – ხათუნა გოგორიშვილი