საბავშვო ბაღებში სკოლისთვის მოსამზადებელი ჯგუფის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია

მშობლების ნაწილი იმ ბავშვების სკოლაში მიღებას ითხოვს, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ

დაწყებულია მუშაობა საბავშვო ბაღებში სკოლისთვის მოსამზადებელი ჯგუფის შექმნაზე.

ამ თემაზე შეხვედრა დღის ბოლოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. შეხვედრას განთლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკა ბესელია რეფორმას უნიკალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ბავშვები, რომლებიც არიან ბაღებში, მოემზადებიან სპეციალური პროგრამით სკოლაში შესასვლელად.

მისი თქმით, ეს არის რეფორმა, რომელსაც დიდი ხანი ელოდებოდა საზოგადოება.

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში შესვლა შეეზღუდათ. მისი პარლამენტში ინიცირება, სავარაუდოდ, სექტემბერში მოხდება.

banner
წინა სტატიაში,,ძველებურად ცხოვრება უკვე აღარ გამოვა,, მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს