საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა

საია მიმდინარე შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს

საგარეჯოს და მარტვილის ოლქებში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა.

არჩევნებზე საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 5 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში – 2 კანდიდატი.

მაჟორიტარობისთვის საგარეჯოში “პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილი, “ქართული ოცნებიდან” თამარ ხიდაშელი, ასევე, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები – მიხეილ ანდღულაძე, ზურაბ ჯორბენაძე და გიორგი დავითაია.

რაც  შეეხება მარტვილს, აქ მხოლოდ ორი კანდიდატია რეგისტრირებული, კერძოდ, “პატრიოტთა ალიანსიდან” ეთერ მეძველია და “ქართული ოცნებიდან” სოსო დანელია.

გარდა ამისა, დღეს დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობდა.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, კერძოდ საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #12 ჩაილურის თემში არჩევნებში მონაწილეობას ღებულობდა 4 კანდიდატი, დმანისის საარჩევნო ოლქის დიდი დმანისის თემში – 1, ვანის საარჩევნო ოლქში – 3, ხოლო ხობში, გურიფულის თემში – 2 კანდიდატი.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. თაიმერის ჟურნალისტები ადგილზე მუშაობენ და პირველად ინფორმაციას გამარჯვებული კანდიდატების შესახებ რამდენიმე წუთში გაცნობებთ.

banner
წინა სტატიაში5 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობით ხობის რაიონი ლიდერობს
შემდეგი სტატიათამარ ხიდაშელის ქმარმა ,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ–ერთი ლიდერი ცემა?!