საარჩევნო პროცესი სოფელი კაკაბეთიდან

31სოფელ კაკაბეთის 31საარჩევნო უბანზე გამგებელი აგიტაციას ეწევა. ამის შესახებ ,,თაიმერს” ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბში განუცხადეს. თუმცა ადგილზე მისულ ,,თაიმერის” ჯგუფს გიორგი ციქუფაძე ადგილზე არ დახვდა.
,,დიახ გამგებელი იყო თუმცა ის ახლა შვებულებაშია და საარჩევნო უბნის გარეთ დგომის უფლება აქვს. ზოგადად არჩევენები ამ უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს”– განაცხადა ირმა ინაშვილის წარმომადგენელმა.
საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილის ივანე სვიმონიშვილის ინფორმაციით კი კაკაბეთში ჯერ მაღალი აქტივობა არ არის.
,,სულ უბანზე 1320 კაცია დარეგისტირებული თუმცა ჯერ 120 მოვიდა ხმის მისაცემად. იმედია აქტივობ გაიზრდება. დარღვევას ჯერ ჯერობით ადგილი არ ჰქონია და იმედია პროცესი ისე დასრულდება,რომ არც დაფიქსირდება”– განუცხადა ,,თაიმერს” სვიმონიშვილმა.
შეგახსენებთ საგარეჯოში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიადა მარშანიას განცხადებით მარტვილში გაყალბები დაიწყო
შემდეგი სტატიააგულაშვილი არის პროვოკატორი