სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა იწყება

ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელი

სააპელაციო სასამართლოში შალვა თათუხაშვილის პროკურატურაში დაკითხვის საქმის არსებითი განხილვა იწყება. პროცესზე ბაჩო ახალაია-ქარდავა-მაზმიშვილის ეპიზოდზე იმსჯელებენ.

ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ამ საქმეში ბაჩო ახალაიას ბრალი არ მიუძღვის. ამის შესახებ ისინი დღეს სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადებენ.

“დაიწყება სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბაჩო ახალაიას, გიორგი მაზმიშვილის და ლევან ქარდავას მიმართ. ამ საქმეზე პროკურატურა და სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ ხუთჯერ ნასამართლევი ყაჩაღების და ქურდების ჩვენებას და როგორც იცით, ამ საქმეზე წამებით და იძულებით გამოსძალეს ჩვენება თათუხაშვილს. ვეცდებით სასამართლოს დავანახოთ, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ნიშნით შეკერილი საქმე,” – განაცხადა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა.

შალვა თათუხაშვილი ერთ-ერთი მოწმე იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში, რომელიც ე.წ. “ნავთლუღის სპეცოპერაციას” ეხებოდა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ოშორაში მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატიაანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს