სააკაშვილს საქართველოში არავინ მოიწვევს – კობახიძე

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა "ძალიან სერიოზულად მომზადებულია". რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მთავრობა, იმერლიშვილის განმარტებით, სტუმრების მოწვევის საკითხს პარლამენტი წყვეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენება "მათთვის საინტერესო უნდა იყოს". "პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული. პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტუმრებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ჩამოვლენ თუ არა ქუთაისში მთავრობის წევრები ვერ გეტყვით - ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი უნდა მოიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა საქართველოს პრეზიდენტი, წელიწადში ერთხელ მიმართვას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც", - აღნიშნა იმერლიშვილმა. პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწელიური ანგარიშით მიმდინარე კვირას მიმართავსაპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, მანანა კობახიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქე და ამავდროულად თანამდებობის პირი გახდა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა გრძელდება.რაც შეეხება მის შესაძლო ვიზიტს საქართველოში, კობახიძე განმარტავს, რომ ოფიციალური ვიზიტის დროს თანხმობა უნდა იყოს ორ სახელმწიფოს შორის, ამ შემთხვევაში ქართული სახელმწიფო, მიხეილ სააკაშვილს როგორც ოფიციალურ პირს ქვეყანაში არ მოიწვევს.

“რაც შეეხება მის დაკავება არდაკავებას, იცით,რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება გრძელდება.

სწორედ ამაშია საქმე, რომ ჩემი აზრით მას მას პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად ჭირდებოდა მოქალაქეობის მიღება და მან ეს არ დამალა.ეს საქმე გრძელდება, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის საქართველოს მოქალაქე და რა მოხდება, თუ ის გადაწყვეტს რომ როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი შემოვიდეს საქართველოში.ვთქვათ, რომ როდესაც ოფიციალური ვიზიტია, თუ არ გიწვევენ ოფიციალურად, ისე ვერ შეხვალ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და ესეც უნდა იყოს სახელმწიფოს თანხმობით.

ასე რომ, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ვინ მოიწვევს მას ოფიციალურად საქართველოში მოდით ამაზე ნუ ვიმსჯელებთ, მე ეჭვი მეპარება.” – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პოლიციამ საქართველოში მცხოვრები 33 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაპოლიტიკურად მოტივირებული საქმე დაენგრა პროკურატურას– ირაკლი ალასანია