სააკაშვილმა უკრაინის ფრონტის ხაზი მოინახულა (VIDEO)

21 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ და საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის ლუგანსკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონა მოინახულა…

უკრაინის ,,მე-5-ე არხის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ფრონტის ხაზზე მებრძოლი თანამემამულეების მონახულება სურდა, თუმცა იმის გამო, რომ ფრონტის ხაზზე არ წყდება ნაღმტყორცნებით დაბობვა და სნაიპერებიც აქტიურად მუშაობენ, სააკაშვილი სამხედროებმა ,,მე-5-ე არხთან,, ერთად ფრონტის ხაზთან ახლოს დისლოცირებულ ერთერთ სამხედრო ქვეგანაყოფში მიიყვანეს, აცხადებს უკრაინული მედია.

,,ყველას კარგად გვესმის, რომ მომავლის გარეშე… იმის გარეშე, რომ უკრაინის სახელმწიფოებამ გაძლოს ამ პირობებში, მომავალი არააქვს არც საქართველოს, არც მოლდოვას და არც პოსტსაბჭოტა არც ერთ ქვეყანას. ამიტომ ჩვენ ახლა გამარჯვება გვჭირდება,, განაცხადა სააკაშვილმა უკრაინულ არხთან საუბრისას.

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში გამგებელმა სამსახური დეიდაშვილს, რძალს, ნათლულს და მეგობრებს დააწყებინა
შემდეგი სტატიამომხმარებლები თვლიან, რომ BMW-ს საუკეთესო რეპუტაცია აქვს მსოფლიოში