სააკაშვილმა უკრაინას “სააქციო საზოგადოება” უწოდა

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადაოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინა სააქციო საზოგადოებას შეადარა, რომელიც იმართება არა ოფიციალური მთავრობის არამედ, ოლიგარქების მიერ. ამის შესახებ მან კიევში, იალტის ყოველწლიურ მე-12 შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.
“დიახ, ჩვენ ჩრდილში მყოფი მთავრობა, პარალელური მთავრობა გვყავს… ის ვინც საქმეებს ხელმძღავნელობს, ისინი სინამდვილეში ამ სააქციო საზოგადოების მეპატრობნეები არიან” – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ “უკრაინას რამდენიმე ოლიგარქი ფლობს.”
მისი თქმით, არაოფიციალური სისტემა, ისევე როგორც ოფიციალური, კრიზისშია. “და აი, თქვენ, ეს სისტემა კრიზისშია, სხვა სისტემაც კრიზისშია. სახელმწიფო სამსახურები კრიზისშია და ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, სად ვართ ჩვენ” – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად 2015 წლის 30 მაისს დაინიშნა. საქართველოში მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ შორის სახელმწიფო ქონების გაფლანგვისთვის.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის არმია ქვეყანას მიგრანტების მიღებაში ეხმარება
შემდეგი სტატიაბერლუსკონე ყირიმულ შთაბეჭდილებებზე