სააკაშვილმა პროშენკოს კორუფციის ქრონიკა წარუდგინა (VIDEO)

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თათბირი გამართა უკრაინის სამხარეო საოლქო ადმინისტრაციათა ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაზე, რომელიც პრესისთვის ღია იყო და უკრაინული ტელევიზიები პირდაპირი ეთერით გადმოსცემდნენ… სხვებთან ერთად სიტყვით გამოვიდა ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც პრეზიდენტს და დამსწრე საზოგადოებას, უკრაინულ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციის ქრონიკა წარუდგინა…

სააკაშვილმა იმ კანონდარღვევებზე და კორუფციის ფაქტებზე ისაუბრა, რასაც ის, მის მიერ ოდესის გუბერნატორის პოსტზე მუშაობისას წააწყდა. სააკაშვილმა ხელისუფლებაში კორუფციული სქემებისა და ბიუროკრატიის მოსპობის კონკრეტულ გზებზეც ისაუბრა და მოუწოდა პრეზიდენტს და ხელისუფლებას, რომ ის გარღვევა, რომელიც ხელისუფლების ცენტრში დაიწყო ამ მიმართულებით, არ შეაჩერონ და ბოლომდე მიიყვანონ.

შეხვედრაზე საიტერესო აზრი გამოთქვა დნეპროპეტროვსკის გუბერნატორმა ვალენტინ რეზნიჩენკომ, რომელმაც განაცხადა, რომ სხვა გუბერნატორები ვერ დაიკვეხნიან ასეთი მასშტაბური რეფორმატორული  გეგმებით, უბრალოთ იმიტომ, რომ ისინი კანონით მოქმედებენ… რითაც მიანიშნა, რომ თავად უკრაინის კანონმდებლობა არ იძლევა რეფორმების დიდ საშუალებას და კანონისთვის დასწრებას სააკაშვილივით ვერ ბედავენ.

/სააკაშვილის გამოსვლა თათბირზე – იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიბაღის გარეშე დღეს ათასზე მეტი ბავშვი დარჩა
შემდეგი სტატიააფხაზებმა გალში მიწაზე ახალი ფასები დაადგინეს