სააკაშვილმა ლუგანსკის ოლქში უკრაინული შენაერთები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარე ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში იმყოფებოდა. აღმოსავლეთ-უკრაინული ტურნეს ფარგლებში, მან კრამატორსკში, ლესიჩანსკში, არტიომოვსკასა და სევერო დონეტსკში, უკრაინული არმიის მოწინავე პოზიციებზე დისლოცირებული შენაერთები მოინახულა.

საპატიო სტუმრის რანგში სააკაშვილი დონეცკის ოლქის შინაგან საქმეთა სპეცდანიშნულების რაზმის მიერ საგანგებოდ მოწყობილ წვრთნასაც დაესწრო და კურსანტებს საპატიო დიპლომები გადასცა. დანაყოფს საბრძოლო მომზადების კურსი ამერიკელ და ებრაელ ინსტრუქტორებთან ერთდ ქართველმა ოფიცრებმა ჩაუტარეს.

banner
წინა სტატიაში„არ არის გამორიცხული რუსეთის უფლებამოსილება საერთოდ შეწყდეს,“-ჩიორა თაქთაქიშვილი
შემდეგი სტატია„პარლამენტი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ეტყვის ღარიბაშვილი,” – ხათუნა გოგორიშვილი