სააკაშვილმა ანტიკორუფციული კომიტეტი გაყარა (VIDEO)

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, ოდესის  საოლქო ადმინისტრაციის ანტიკორუფციული კომიტეტი  სამსახურიდან გაყარა…

სააკაშვილმა ანტიკორუფციული კომიტეტის წევრებს თათბირზე განუცხადა, რომ ოდესაში მუდმივად ხდებოდა გზებისთვის თანხების გამოყოფა, თუმცა ამ თანხებს იტაცებდნენ და გზები სავსეა ორმოებით….

,,როგორ არ გრცხვენიათ, როცა ამბობთ, რომ აქ ქურდობა არ ხდება… თქვენც ხომ ამ გზებით დადიხართ?! თქვენ გონიათ, რომ მე შეცდომაში შემიყვანენ ის ამოვსებული ორმოები, რომელსაც სადღაც ჩემს მისვლამდე აკეთებენ?! ამიტომ მე შემომაქვს ელექტრონული სისტემა ტენდერების და აწი საზოგადოება გააკონტროლობს ამ ტენდერებს… მე ოდესელ ხალხს, ოდესის საზოგადოების თითოეულ პატიოსან წევრს უფრო ვენდობი, ვიდრე ნებისმიერ თქვენგანს, ამიტომ დროა ის რასაც თავი ვერ გაართვით, გადავცეთ ხალხს… ხალხი თავს გაართმევს,, განუცხადა სააკაშვილმა კომიტეტის წევრებს და მათი უფლებამოსილება საზოგადოებრივ წარმომადგენლებს გადასცა.

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშისაშიშია თუ არა ვაკის სასაფლაოდან გავრცელებული გვამური შხამები
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ბარაკ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს