სააკაშვილი საქართველოში მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს…

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინულ მედიასთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს…

გამოცემა ,,იუჟნი კურიერთან,, საუბარში სააკაშვილი უკრაინაში მოსალოდნელ არჩევნებს  შეეხო და განაცხადა, რომ მას 2-3 კვირა სჭირდება მოსაფიქრებლად, რათა მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს… მან ასევე არ გამორიცხა, რომ მომავალ არჩევნებში, საქართველოშიც მიიღოს მონაწილეობა, აღნიშნავს გამოცემა.

,,მე უკრაინაში ვებრძვი იმას, რასაც ვებრძოდი საქართველოში… იმავე ძირგამომთხრელ ელემენტებს საზღვარგარეთიდან,, აცხადებს სააკაშვილი უკრაინულ მედიასთან.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3805 ლარი გახდა
შემდეგი სტატია,,საქართველოს ბანკს” სათამაშო იარაღით ,,შეიარაღებული” პირი დაესხა თავს