სააკაშვილი: რეფორმების პაკეტი, ადმინისტრაციული მოჩვენება და გადადგომის შესახებ პეტიცია

სააკაშვილი: ოდესა ქართველმა ქურდებმა დატოვეს

აშშ-მ სააკაშვილს ოდესაში დახმარების გაწევა აღუთქვაკიევში მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც სააკაშვილის გუნდმა “ოდესის რეფორმების პაკეტი” წარადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტები მიხეილ სააკაშვილის და კახა ბენდუქიძის სახელობის თავისუფალი ეკონომიკის ცენტრის მიერ იქნა შემუშავებული.

კანონპროექტები მიმართულია რეფორმების გასატარებლად არსებული ბარიერების მოსაშლელად. კანონპროექტები, რომელიც უმაღლეს რადას წარედგინება, კანონმდებლობებში ცვლილებებს ითვალისწინებს სახელმწიფო პრივატიზაციის კუთხით, ასევე მიწის რეფორმებს, კერძოდ, კი მის პრივატიზაციას და გასხვისებას.

დაგეგმილია შრომის კანონში ცვლილებების შეტანა, ასევე უცხოური ინვესტიციების სავალდებულო დარეგისტრირება და წყალმომარაგების სისტემის გამარტივება. უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ახლა ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ყველაზე აქტუალური ფიგურაა. ყოველდღიურ ახალ ამბებში არა მხოლოდ მის საქმეებზე და რეფორმებზე საუბრობენ, არამედ, სხვადასხვა ტიპის “სააკაშვილინიუსზე”.
“Українські Новини”-ის ცნობით, რამდენიმე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ უკრაინის პრეზიდენტს უკვე მიმართა პეტიციით, რომ ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაანთავისუფლონ.

“უკრაინის პრეზიდენტს ვთხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლოს. ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა და დროა ეს ვაღიაროთ. სააკშვილის “მოღვაწეობა” უკვე შეაფასეს საქართველოში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ნუთუ უკრაინის მოქალაქეებს შორის არ აღმოჩნდა პატიოსანი, პროფესიონალი კანდიდატი, რომელსაც ოდესაში წესრიგის დაცვა შეუძლია?” – ნათქვამია პეტიციის ტექსტში. მისი ავტორები თვლიან, რომ სააკაშვილს დაპირებები არ შეუსრულებია და მხოლოდ საკუთარ პიარზე ფიქრობს.
მიმდინარე მომენტში პეტიციას მხოლოდ 76 ხმა აქვს დაგროვილი. ამასთანავე, პეტიციამ, სააკაშვილი უკრაინის პრემიერად დაინიშნოს, 32 ათასი ხმა დააგროვა (მინიმალური იყო 25 ათასი).
Сегодня.ua წერს, რომ სააკაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, პროპრეზიდენტის პარტიაში კი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის ოდესის მერად ვინ დანიშნონ. პოროშენკოს პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილს მისი პარტიის სიის პირველ ნომრად ყოფნა შესთავაზა, მაგრამ გუბერნატორმა უარი განაცხადა.
“პოლიტნავიგატორის” აზრით, “საკადრო პოლიტიკა “მისი ცხენია”. შევჩენკოს პროსპექტზე კაბინეტებს მცირეწლოვანები და ინფანტილური პენსიონერები ავსებენ, რომლებიც მხოლოდ ერთი ნიშნით არიან შერჩეულები – “მაიდანზე იდგა”, ისინი ჯერაც ძუძუს საჭიროებენ და გონებასუსტები არიან. სხვები კი ზარალდებიან.
ეს ყველაფერი ხდება ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის ანტიკორუფციულ ბიუროში. მშვენიერი განყოფილებაა, რომელიც სოროსის ფონდიდან ფინანსდება ერთი ათასი დოლარით, ერთ თანამსრომელზე. მიხეილ სააკაშვილის განკარგულების თანახმად, მას უფლება აქვს სახელმწიფო ადმინისტრაციის თანამშრომლები შეამოწმოს, ამოიღოს პირადი საქმეები, სატენდერო დოკუმენტები, ბუღალტერიის ჩანაწერებიც კი.
რაც, პრინციპში ხდება კიდეც. და სახელმწიფო ადმინისტრაციის შიდა დოკუმენტები დასეირნობენ სოციალურ ქსელებსა და ახალი ამბების განყოფილებებში. ისინი ბიზნესმენებს ავიწროვებენ, ისინი ჩნდებიან კომუნალურ საწარმოებში. ისინი გუბერნატორის ხელმოწერილ ქაღალდებს აფრიალებენ.
ვინ არიან ეს ადამიანები? ვისი ძალაუფლება და უფლებამოსილებაც ყველა შესაძლო გონიერ საზღვარს სცდება? ბეტმენები არ არიან. ადამიანები არიან…
ახლა კი, ყურადღება. მთავარი.
ოდესის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურაში არ არის არანაირი ანტიკორუფციული ბიურო. ის არ არის არც ერთ სამხარეო საბჭოში და არც შსს-ს დაქვემდებარებაში. ის ბუნებაში არ არსებობს” – წერს გამოცემა.

მომზადებულია უკრაინული მედიის მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიფოთში სოციალურად დაუცველები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიაჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე დიდი წითელი “ტრუსი” დაკიდეს+ვიდეო