სააკაშვილი ოცნებობდა რუსეთთან ბაზრის გახსნაზე-ირაკლი ღარიბაშვილი

ვინ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილის აფეთქება?

garibashvili“სააკაშვილი ოცნებობდა რუსეთთან ბაზრის გახსნაზე. არ მაინტერესებს მისი და მინაშვილის აზრი,” – ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟუნრალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

პრემიერმინისტრს მიაჩნია, რომ კარასინი-აბაშიძის შეხვედრების შედეგად გაიხსნა ბაზარი რუსეთთან და მისივე განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით რუსეთში გაიზარდა ქართული ღვინისა და ბორჯომის ექსპორტი.

“ბორჯომის ექსპორტი რუსთში რამდენიმეჯერ არის გაზრდილი, ვიდრე გასულ წლებში იყო. იყო ბუმი ღვინის ექსპორტზე. საერთოდ არ მაინტერესებს ბოცო წიკლაურის, აკო მინაშვილის და მიხეილ სააკაშვილის აზრი რუსეთთან ურთიერთობებზე. მე მაინტერესებს ხალხის, ამერიკის და დასავლელი პარტნიორების აზრი ამ მიმართულებით. სააკაშვილი ოცნებებდა რუსეთთან ბაზრის გახსნაზე,” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმათი გადასაწყვეტია, სცემენ თუ არა ისინი პატივს პარლამენტს და სახელმწიფოებრივ ტრადიციებს–გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაარაბულმა კოალიციამ იემენზე მასირებული დარტყმები განახორციელა