სააკაშვილი: ოდესა ქართველმა ქურდებმა დატოვეს

სააკაშვილი: ოდესა ქართველმა ქურდებმა დატოვეს

17 ივნისს ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ოდესის ოლქის შსს-ს სამმართველოს ახალი უფროსი, ქართველი გენერალ-მაიორი გია ლორთქიფანიძე წარადგინეს…

წარდგენაზე ოდესის ოლქის შსს- ხელმძღვანელობა ესწრებოდა, რომლებიც სააკაშვილის განცხადების გამო, რომ მილიციაში დიდ წმენდას დაიწყებს, ოდნავ დაძაბულები ჩანდნენ… წერს უკრაინული მედია.

შეკრებას მიმართა უკრაინის შსს-ს მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ, რომელმაც გია ლორთქიფანიზე დაახასიათა… ,,ქვეყნა ცოტაა ბიჭები, ვისთანაც ერთად ომში წასვლა შეიძლება… მაგრამ კიდევ უფრო ცოტაა ისეთები, ვისთან ერთადაც შეიძლება მშვიდობა დაამყარო… გია სწორედ ისეთია, ვისთანაც მშვიდობის დამყარება შეიძლება,, განაცხადა ზღულაძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში წარმატებული რეფორმების განხორციელების შემდეგ ლორთქიფანიძეს დასვენებაც შეეძლო.

შეხვედრის მონაწილეებთან სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებით, ის მილიციის ახალი ხელმძღვანელებისაგან მოითხოვს ჯიბის ქურდებიდან დაწყებული  შეიარაღებული რეიდერებით დამთავრებული, ყველა კრიმინალისაგან ოდესის გაწმენდას… ,,ოდესაში ბევრი ქართველი ,,კანონიერი ქურდია,,… ჩვენ მათ შეუთვალეთ, რომ დაეტოვებინათ ქალაქი… ჩემი ინფორმაციით მათ უკვე დატოვეს ოდესა… თუმცა ეს დასაწყისია,, განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა
შემდეგი სტატიარა საფრთხე ემუქრება თაბუკაშვილის ქუჩასა და ვაჟა ფშაველას გამზირს