სააკაშვილი ოდესაში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს… მისი ფავორიტი კი დამარცხდა…

მაშველებმა მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს

უკრაინაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების  შემდეგ, რომელიც 25 ოქტომბერს ჩატარდა, ოდეისის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, ამ ქალაქის მერის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა… ის მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და აცხადებს, რომ ყველა სამართალდამცავ სტრუქტურას გამოიყენებს, რათა გაყალბება არ დაუშვან…

უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილმა 27 ოქტომბერს გამართული პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებს 80 პირველადი ოქმი წარუდგინა, რომელშიც მონაცემები ოდესის მოქმედი მერის ტრუხანოვის სასარგებლოდ იყო გადაკეთებული, ამასთანავე ბრიფინგში მონაწილეობა მიიღო  საუბნო საარჩევნო კომისიის ერთმა წევრმა, რომელმაც დარღვევების შესახებ განაცხადა…

სააკაშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განაცხადებით,  ის დარწმუნებულია იმაში, რომ ოდესის მოქმედმა მერმა 50%-ანი ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ  თუ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ის არაა დარწმუნებული, რომ მისი ფავორიტი საშა ბოროვიკი  გაიმარჯვებს… მიუხედავად ამისა მან ტრუხანოვს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა…

შეგახსენებთ, რომ პარალელური დათვლების შედეგად, უკრაინაში ოდესის მერის არჩევნებზე ქალაქის მოქმედმა მერმა გენადი ტრუხანოვმა ხმების – 51,64 % აიღო, ხოლო სააკაშვილის ფავორიტმა – ალექსანდრ ბოროვიკმა, ორჯერ უფრო ნაკლები – 25%.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაში“იმედი მაქვს, რომ ეს არ არის ჩემი ბოლო სტუმრობა რუსთავი 2-ში”
შემდეგი სტატია,,ბედუკაძემ დედიშობილას ოთხზე დადგომა და ხოხვა მომთხოვა” – პატიმრის ჩვენება (+ვიდეო)