სააკაშვილი: ოდესას აგვისტოში ახალი პატრული ეყოლება

,,ოდესას აგვისტოს შუა რიცხვებში ახალი საპატრულო პოლიციის სამსახური ეყოლება, ხოლო შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსს სამშაბათს წარვადგენთ,, განაცხადა ოდესი გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონის სტრატეგიული სესიის გახსნაზე.
უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი მილიცია რეკეტით და ნარკოტიკების გაყიდვით არის დაკავებული…
,,მე შევხდი აქ კაფეებისა და რესტორნების მეპატრონეებს, რომლებმაც მითხრეს, რომ ისინი უსაფრთხოებისათვის დამნაშავეებს უხდიან. თქვენ ნახავთ რომ ზაფხულის ბოლოს აქ ახალი პოლიცია იქნება, რომლის მენტალიტეტი სერიოზულად იქნება განსხვავებული დღევანდელი მილიციისაგ,, განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოება მთავარი გარანტია წარმატებული ტურიზმის… და ამის მაგალითად საქართველო მოიყვანა, სადაც მისივე განცხადებით ტურისტული ნაკადი 100.000-დან 6 მილიონამდე გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძის გამზირზე სავალი გზის ნაწილი ჩავარდა
შემდეგი სტატიახილიანის ქუჩაზე მობილიზებულია პოლიცია და სპეც-დანიშნულების რაზმი.