სააკაშვილი: მინახავს მე ასეთი პროკურორები ციხეში (VIDEO)

მე ნახევრად მეგრელი ვარ,იქ ერთი ასეთი ტრადიცია აქვთ: ხელფეხს არც ისე მჭიდროდ შეგიკრავენ და გაგდებენ ღრმა წყალში, თან გეუბნებიან: „გაცურე!“

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, ოდესაში მისთვის ჩვეულ თვითპიართან ერთად კორუფციასთან სერიოზული ბრძოლაც დაიწყო…

ერთ-ერთ შეხვედრაზე, ოლქის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან, სააკაშვილს მკაცრი ტონით საუბარი მოუწია უწყებების ხელმძღვანელებთან და მათ შორის ოლქის პროკურორთან, რომელსაც განუცხადა, რომ ბანდიტიზმთან ბრძოლა პროკურატურის მოვალეობაა და საყვედური გამოთქვა ერთი პროკურორი ქალბატონის ტატიანა  გარნასტაევას, რომელიც უკრაინის გენპროკურორის შვილობილად ითვლება, მოქმედებებზე… ოლქის პროკურორის მხრიდან თავის მართლებამ და შეპასუხებამ, სააკაშვილი კიდევ უფრო გააღეზიანა და მისი მისი მხრიდან ასეთი პასუხი მოჰყვა… ,,ნუ მიხსნით რაღაცეებს ჩემო ძვირფასო… მინახავს მე ასეთი პროკურორები… და მე მინახავს ისინი მერე ციხეში. გარნასტაევას და მისნაირი ,,რეკეტიორების,, მოთმენას არ ვაპირებ,, განაცხადა სააკაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული უკრაინის ტელევიზიის სიუჟეტში ნათქვამია, რომ სააკაშვილის მიერ ატეხილი ,,ქართული აჟიოტაჟს,, ადგილობრივი ძალოვნები დროებითად მიიჩნევენ და თვლიან, რომ მალე ყველაფერი დამთავრდება და ყველაფერი ძველებურად იქნება… თუმცა მოსახლეობას აქვს იმედი, რომ მათი გუბერნატორი სიტუაციას შეცვლის, ისევე როგორც ეს საქართველოში გააკეთა, ნათქვამია სიუჟეტში.

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი–”რამდენ ვერცხლად გაყიდეს იუდას უჯიშო მემკვიდრეებმა საკუთარი პარტია”
შემდეგი სტატიაბიბისი: გუშინ 1400-მდე მგზავრმა ვარშავას აეროპორტიდან გაფრენა ვერ მოახერხა