სააკაშვილი და პოროშენკო მოლდოვას კორუფციასთან ბრძოლაში დაეხმარებიან

EN_01108622_0142უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა მრჩეველმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადეს, რომ ისინი მოლდოვას კორუფციასთან ბრძოლაში დაეხმარებიან.
კიევში მოლდოვას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, სააკაშვილმა მას კორუფციასთან ბრძოლაში დახმარების გაწევა შესთავაზა. მოლდოვას პრემიერის კირილ გაბურიჩის თქმით, მოლდოვაში კორუფციამ „სახელმწიფოს ყველა სფეროში შეაღწია“.
შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკოც ესწრებოდა. ის და მისი მრჩეველი კიშინოვს მექრთამეობასთან ბრძოლაში დახმარება დაპირდნენ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო თანხის გაფლანგვის ბრალდებით იძებნება.

banner
წინა სტატიაშიდიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, უკვე მესამედ მივიღო ნდობა საქართველოს პარლამენტისა და ჩვენი გუნდისგან + foto
შემდეგი სტატიაქალაქ ჯვარში მეორე მსოფლიო ომის გმირის მელიტონ ქანთარიას მემორიალური ბიუსტი გაიხსნა