სააკაშვილი და მარგველაშვილი ბრატისლავაში იმყოფებიან

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრატისლავაში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმში იღებს მონაწილეობას. ის, კონფერენციის ფარგლებში,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სამეზობლო პოლიტიკაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ბრატისლავაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. როგორც პროგრამაშია მითითებული ოდესის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მომავალზე ისაუბრებს . უსაფრთხოების საკითხები, ტერორიზმთან ბრძოლისა და რუსეთთან ურთიერთობების პარალელურად, კონფერენციის ძირითადი საკითხი უკრაინაა. ჯერჯერობით უცნობია შედგება თუ არა კომუნიკაცია საქართველოს ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს შორის.

banner
წინა სტატიაშიწეროვანსა და რეხაში მტაცებელი ცხოველის არსებობა არ დადასტურდა
შემდეგი სტატიაზურაბ გურიელიძის შეფასებით ზოოპარკის ზარალი ძალიან დიდია