სააკაშვილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს… მილიციამ საარჩევნო კომისიების ბლოკირება დაიწყო…

უკრაინული მედიის ცნობით,  მაშინათვე რაც ოდესის საქალაქო საარჩევნო კომისიამ ქალაქის მერის არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი მერი გენადი ტრუხანოვი 52,9% გამოაცხადა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ სააკაშვილის მრჩეველმა ალექსანდრ ბოროვიკმა 25,7% აიღო,  მილიციამ  ქალქში მოქმედი საარჩევნო კომისიების ბლოკირება დაიწყო…

,,იუჟნი კურიერის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ფალსიფიკაციაზე საუბრობს, ხოლო ოდესის მილიციამ მიიღო ბრძანება, რომ საარჩევნო კომისიების ძალისხმიერი მეთოდებით ბლოკირება მოეხდინა… მიმდინარეობს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ამოღება, აცხადებს უკრაინული მედია.

შეგახსენებთ, რომ   უკრაინული მედიის მიერ ადრე გავრცელებული ცნობით, სააკაშვილმა 27 ოქტომბერს გამართული პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებს 80 პირველადი ოქმი წარუდგინა, რომელშიც მონაცემები ოდესის მოქმედი მერის ტრუხანოვის სასარგებლოდ იყო გადაკეთებული, ამასთანავე ბრიფინგში მონაწილეობა მიიღო  საუბნო საარჩევნო კომისიის ერთმა წევრმა, რომელმაც დარღვევების შესახებ განაცხადა…

სააკაშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განაცხადებით,  ის დარწმუნებულია იმაში, რომ ოდესის მოქმედმა მერმა 50%-ანი ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ  თუ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ის არაა დარწმუნებული, რომ მისი ფავორიტი საშა ბოროვიკი  გაიმარჯვებს… მიუხედავად ამისა ის ტრუხანოვს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდა.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშინინო ჯღარკავა ირმა ინაშვილს უპირსპირდება?
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე:”43 წლის ასაკში უკვე ღიმილის მომგვრელია ჩემთვის ნებისმიერი თანამდებობის პირის მრჩევლობაზე საუბარი”