სააკაშვილი ადასტურებს, რომ აშშ უკრაინას სამხედრო შეიარაღებით დაეხმარება

რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ

მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ აშშ უკრაინას სამხედრო ტექნიკით დაეხმარება.

ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა უკრაინულ TV24-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდება უკვე გადაწყვეტილია.

“როგორც კი პირველ 50 რუს ტანკს ააფეთქებენ უკრაინელები, საერთოდ სხვა რეალობა დადგება. ამერიკელები მზად არინ, მოგცეთ უპილოტო თვითმფრინავები და საარტილერიო აღჭურვილობა. მთავარია, თქვენი სამხედროების მომზადება. ჩვენი ოფიცრები, რომლებიც ამერიკელების მიერ არიან მომზადებულები და იმყოფებიან უკრაინაში და ამზადებენ უკრაინელ სამხედროებს, არიან ყველაზე ძლიერი სამხედროები. მათ სწავლება სწორედ ამერიკელების ზედამხედველობის ქვეშ გაიარეს და ამ ქართველ მოხალისეებს რომ მისცეთ კარგი შეიარაღება, ისინი დაიპყრობენ მთელს რუსეთს,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი მადლენ ოლბრაიტს შეხვდა
შემდეგი სტატიამიუნხენში პოროშენკო-მერკელი-ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობას.