“სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინტერპოლიდან პასუხი არ მიგვიღია,”-ირაკლი შოთაძე

“მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე გრძელდება განხილვა და ჯერჯერობით ინტერპოლიდან ჩვენ პასუხი არ მიგვიღია,”-ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

ირაკლი შოთაძემ განცხადება ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებითაც გააკეთა.

“ინტერპოლის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო ახალი პოლიტიკა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ასეთი იყო ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ინტერპოლის გადაწყვეტილების შესაბამისად აკმაყოფილებდა ყველა ამ კრიტერიუმს,”-განაცხადა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაში“გია ბარამიძე შეიძლება დაიკითხოს,”-ირაკლი შოთაძე
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი – უახლოესი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოება არ იგეგმება