სააკაშვილის ქონებრივი დეკლარაცია ოდესის გუბერნატორის პოსტზე

უკრაინული მედია დიდი ინტერესს იჩენს საქართველოს ექსპრეზიდენტის და ამჟამად ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ქონებრივი მდგომარეობაისადმი, რამე თუ ის, უკრაინაში საკუთარ პრიორიტეტად კორუფციის დამარცხებას და სახელმწიფო სტრუქტურებს ბიუჯეტის ქურდებისაგან გაწმენდას პირდება  მოსახლეობას…
უკრაინული მედია ოდესის გუბერნატორის რანგში მიხეილ სააკაშვილის ქონებრიც დეკლარაციას ავრცელებს…
უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს დეკლარირებული აქვს 2014 წლის შემოსავალი, რომელიც 97.000 დოლარით განისაზღვრა… აღსანიშნავია, რომ ეს შემოსავალი არაუკრაინული წყაროებიდან არის მიღებული.
ამას გარდა, სააკაშვილს დეკლარირებული აქვს, ორი მიწის ნაკვეთი 6820 და 500 მ2.-ის ფართობით… ასევე 97 მ2 ფართის სახლი.
სააკაშვილის მეუღლისა და შვილების სახელზე, დეკლარაციაში შემოსავლები არ არის დაფიქსირებული.
სააკაშვილს და მის ოჯახს არც ავტომობილები დაუდეკლარირებიათ… დეკლარაციაში მისი ოჯახის წევრების კუთვნილი 154 მ2. ფართის ბინა შევიდა.
დეკლარაციის მიხედვით, ამ მომენტისათვის მიხეილ სააკაშვილს ბანკის ანგარიშზე 95.000 დოლარი აქვს შენახული. ხოლო მისი ოჯახის წევრებს 61.000 ევრო.
საკაშვილის დეკლარაციაში ფინანსურ ვალდებულებების გრაფა შევსებული არ არის, აცხადებს უკრაინული მედია.

banner
წინა სტატიაშიმზიურის ტერიტორიაზე სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკახი კალაძემ ინდირა ზარანდიას და მარიამ ქუთელიას ოჯახებს მიუსამძიმრა