სააკაშვილის პირველი პროტესტი უკრაინაში

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, სამოქალაქო პლატფორმა ,,ნოვაია სტრანას,, კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას აშკარა უკმაყოფილება გამოხატა უკრაინის ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარეობის ოთხივე კანდიდატის მიმართ, რომლების საკონკურო კომისიამ შეარჩია.

სააკაშვილის პროტესტს იწვევს ის ფაქტი, რომ ოთხივე კანდიდატი ანტიკორუფციული საბჭოს ლიდერობისა, სხვადასხვა დროს სახელმწიფო თანამდებობებზე იყვნენ და ისინი ძველ სისტემას წარმოადგენდნენ.

,,მე მქონდა დიდი იმედები, რომ იქნებოდა კონკურის და შეარჩევდნენ კარგ ხალხს… მე სეიზლება ბევრი რამ არ ვიცი იმ ოთხ პიროვნებაზე, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ამ სისტემას წარმოადგენდნენ. არ შეიძლება ჭაობის ამოშრობა ბაყაყს დაავალო… არსებობს რაღაც წესები, რომლის დარღვევაც არ შეიძლება. შედეგად ჩვენ ანტიკორუფციული კონკურსიდან რაღაც პროფანაცია მივიღეთ. ყველა პროცედურა დაცული იყო, მაგრამ სედეგად სრული სისულელე მივიღეთ,, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი2-ის ეთერში სენსაციური განცახდება გააკეთა
შემდეგი სტატიადღეს სახელმწიფომ იზარალა– საქართველოს პრეზიდენტი