“სააკაშვილის მოქალაქეობას კანონი გაარკვევს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი მისი საქმე არ არის.

“არ ვიცი სააკაშვილის მოქალაქეობის შესახებ. ეს ჩემი საქმე არ არის. მაგას გაარკვევს კანონი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა დაიწყება მას შემდეგ, რაც ისინი უკრაინისგან ოფიციალურ პასუხს მიიღებენ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი ოდესის გუბერნატორი 31 მაისს გახდა გუბერნატორად დანიშვნამდე, როგორც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს.

სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ იფნრომაციის გავრცელების შემდეგ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აჩქარდებოდა, რადგანაც ამ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უპირატესობა აქვთ.

გუბერნატორად დანიშვნამდე მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი იყო.

სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არა ნატო-ს ბაზა, არამედ სასწავლო ცენტრი იხსნება
შემდეგი სტატიაპატრიარქი ოსი ეროვნების მოქალაქეებს მიმართავს – ვერაფერი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას