სააკაშვილის თქმით იაცენუკის პრემიერობისას უკრაინელებმა 100 მილიარდი გრივნა დაკარგა (+ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრემიერის, არსენი იაცენიუკის კრიტიკის შემცველი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. “ლიგა.ნეტის” ცნობით, ჩანაწერში ოდესის გუბერნატორი აღნიშნავს , რომ ის მზად არის ისაუბროს “ფაქტების ენით”. სააკაშვილის თქმით, არსენი იაცენიუკის პრემიერობის პერიოდში სახელმწიფო კომპანიების არსებობა უკრაინას 4,5 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა.
“პრემიერის-მინისტრის მმართველობის ბოლო წლის განმავლობაში დანაკარგმა უკრაინული სახელმწიფო საწარმოების გამო 100 მილიარდ გრინვას გადააჭარბა, რაც 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ საწარმოებს ნამდვილად აქვს სარგებელი, მაგრამ ისინი სარგებელს ოლიგარქებს აძლევენ, რაც უკრაინელ ხალხს აკლდება. გამოდის მოსახლეობა აფინანსებს მათ თავიანთი პენსიებით და ხელფასებით”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ოდესის საბაჟო სამსახურში მთავრობის მანიპულაციების შედეგად სახელმწიფო ხაზინა თვის განმავლობაში 18.2 მილიონი დოლარ ზარალს ნახულობს.
გუშინ “მეხუთე არხთან” ინტერვიუში საქართველოს ექსპრეზიდენტმა იაცენიუკი გადაწყვეტილებების ოლიგარქების სასარგებლოდ მიღებაში დაადანაშაულა, რასაც მოგვიანებით თავად უკრაინის პრემიერი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ემოციები და დაუსაბუთებელი ბრალდებები მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს.
ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშნვის შესახებ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია. თუმცა, თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ მის ინტერესებში აღნიშნული თანამდებობის დაკავება არ შედის.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა მაქაცარია დაკითხეს
შემდეგი სტატიარუსთავში 14 წლის ბავშვს ეძებენ