სააკაშვილის გეგმები: ბაქო-ფოთი-ოდესა და იმპორტირებული გენერალი

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საბორნე გადასასვლელი ხაზის გახსნას გეგმავს, რომელიც ტვირთების რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში გადატანას უზრუნველყოფს…

,,რუსეთის გავლით ტვირთების გადატანას 30 დღე უნდება… აზერბაიჯანიდან ფოთის გავლით ოდესაზე კი 9 დღე ჭირდება. ბიზნესი აქეთკენ რომ გადავამისამართოთ, ამისათვის პირველ რიგში საჭიროა გადაზიდვებზე ტარიფების შემცირება… ეს ტარიფები ახლა მაღალია. მეორე რიგში კი, საჭიროა საბორნე გადასასვლელები და ლოჯისტიკური ცენტრები,, განაცხადა სააკაშვილმა, რომლელმაც ასევე აღნიშნა, რომ უკვე გამოჩნდნენ ინვესტორები, რომლებიც პარომების აგებითა და ტვირთების გადაზიდვით არიან დაინტერესებულები.

სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან  ასევე განცხადება გააკეთა საკდრო ცვლილებაზე ოდესის ოლქში… მისი განცხადებით, ოდესის მილიციას ქართველი გენერალი უხელმძღვანელებს.

,,ეს ის იშვიათი შემთხვევა იქნება, როდესაც მილიციას ,,იმპორტირებული,, კადრი უხელმძღვანელებს,, განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც უკვე მიმართა უკრაინის შსს-ს ოდესაში საპატრულო სამსახურის შემოღების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის მილიციის ხელმძღვანელად საქართველოს ყოფილი შსს-ს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე მოიაზრება.

 

banner
წინა სტატიაში,,საქართველო უპირველეს ყოვლისა,, – ირინა სარიშვილი
შემდეგი სტატიამართვის მოწმობა ველოსიპედის ტარებაზე